ნატოს საჰაერო თავდასხმებს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში 14 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან 5 გოგონა, 7 ბიჭი და 2 ქალი. მისი თქმით, ნატოს ბომბები მოხვდა ორ საცხოვრებელ კორპუსს.
ნატოს წარმომადგენლები ფაქტის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. მაიორ ტიმ ჯეიმსის თქმით, სპეციალური ჯგუფი ჩავა ინციდენტის ადგილას და გამოძიებას ჩაატარებს.
ნატოს სამხედრო თვითმფრინავებს გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნე წერტილი აერიათ, რამაც გამოწვია საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება და მსხვერპლი.
შეტევა გვიან ღამით განხორციელდა.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიტ კარზაიმ, კოალიციურ ძალებს მოუწოდა, რომ თავი აარიდონ თავდასხმებს ღამით. მისი თქმით, ეს მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას შეამცირებს.