ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს წარმომადგენელმა მუსტაფა მუჰამედ აბდულ ჯალილმა CNN -ს განუცხადა, რომ საბჭო მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას, სადაც ის მუამარ კადაფს გადადგომისაკენ მოუწოდებს.
ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭო მიესალმება რუსეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას, მაგრამ უარს ამბობს რუსეთისგან სამხედრო ან ეკონომიკური დახმარების მიღებაზე.
ჯალილმა განაცხადა რომ საბჭო ფინანსურ კრიზისს განიცდის, მაგრამ ის დაფინანსებას სხვა ქვეყნებში ეძებს. ასევენ მან განაცხადა რომ საბჭო მოახდენს ყველა იმ ადამიანის ამინისტიას ვინც უარს იტყვის კადაფის რეჟიმის მხარდაჭერაზე, მისი რეჟიმის დაცემამდე.
შეგახსენებთ, რომ დოვილში დიდი რვიანის მიერ გამართულ სამიტზე, ლიდერები შეთანხმდნენ რომ ლიბიაში მიმდინარე სისხლისღვრა უნდა შეჩერდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გაგზავნა თავის წარმადგენლები ლიბიაში, სადაც ისინი გამართავენ მოლაპარაკებებ კონფლიქტის მხარეებს შორის.