დასავლური მედიასაშუალებების ინფორმაციით, „ალ-ქაიდამ" და რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებემა იემენის საზღვაო ქალაქ ზინჯიბარზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ ადგილობრივმა მოქალაქეებმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს" განუცხადეს.
„ისლამისტებმა და ალ-ქაიდას სამხედროებმა ყველაფერზე კონტროლი დაამყარეს და ქალაქზე სრული ბატონობა მოიპოვეს", - აცხადებენ ზინჯიბარის მაცხოვრებლები.
ზინჯიბარი სამხრეთ-ცენტრალურ იემენში მდებარეობს და აბიანის პროვინციის ცენტრია. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ იემენი „ალ-ქაიდასთვის" ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ქვეყანაა.