ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ქვეყნიდან რუსი ჟურნალისტების გაძევება სურს. კრემლში არსებულმა წყარომ იგი უკვე გააფრთხილა იმის შესახებ, რომ "შეიძლებელია ეს აისახოს" რუსეთის პოზიციაზე კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით.
"ბელორუსის ხელმძღვანელობის განზრახვამ შეზღუდოს ამ რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტების საქმიანობა რუსულ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. ამ განზრახვის რეალიზება შეუძლებელია არ აისახოს რუსეთის მიერ თავისი პოზიციის გადახედვაში ბელორუსისათვის კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით", _ აცხადებს, რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლში მყოფი მაღალჩინოსანი წყარო.
აღსანიშნავია, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გუშინ განაცხადა, რომ შესაძლებელია ბელორუსში საზღვარგარეთის რიგმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის რუსულმა მედიასაშუალებებმა მუშაობა შეწყვიტონ. ლუკაშენკომ ისინი სავალუტო და სამომხმარებლო ბაზარზე სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა.
"ყველაზე მეტი ისტერია რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშია. თვალს ვადევნებდი "ჩვენს" უცხოურ მედიასაც, რომლებიც დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეშვეობით, მბრძანებლურნი გახდნენ. მე მათ არ დავასახელებ იმისათვის რათა მათმა რეიტინგმა არ მოიმატოს, მაგრამ გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის რათა ეს მედიასაშუალებები მეტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ჩვენ მათთვის პირის დაკეტვა გვინდა, არამედ იმიტომ, რომ მთელი აჟიოტაში იქიდან (მედიიდან) მოდის", _ განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი მინსკს სამი მილიარდი აშშ დოლარის კრედიტის სახით გამოყოფას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები