ისტორიული სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილ მეთაურს დღეს დაკითხავენ. 1995 წელს ასეულობით ბოსნიელი მუსლიმის დახოცვა - ეს არის მთავარო ბრალდება რომელსაც რადკო მლადიჩის წაუყენებენ. სავარაუდოდ, დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაწყდება მოხდება თუ არა დაკავებულის ექსტრადაცია ჰააგაში.
რადკო მლადიჩის ბელგრადიდან 100 კილომეტრის დაცილებით სოფელ ლაზარევოში დააკავეს. თუმცა მისი დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. მისი ადვოკატის განცხადებით, მლადიჩი უმძეს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფება და მოსამართლის კითხვებზე ადეკვატური პასუხი გასცეს. ექიმებმაც დაადასტურეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.