საქართველოს პოზიცია, რომელიც როგორც მოსალოდენელია რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, არ უნდა გახდეს სერიოზული წინააღმდეგობა ამ საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. ასეთი პოზიცია გამოხატა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ჩეიდუ ოსაკვემ ვაშინგტონში რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ვიცი, რომ მსოფლიო თანამეგობრობაში დიდ ყურადღებას უთმობენ საკითხებს, რომელიც ვეტოს დადებას ეხება, თუმცა ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამას საგანგებო მნიშვნელობას არ ვანიჭებთ", - განაცხადა ვმო-ს თავმჯდომარემ.
მისი თქმით, "საქართველოს პოზიცია არ იქნება სერიოზულად პრობლემატური და ეს ყველაფერი გადაწყეტას ექვემდებარება".
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, აღნიშნა, რომ საუბარი არ უნდა წარიმართოს რაიმე სახის ბლოკადაზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრების მხრიდან, რადგან ორგანიზაცია მთლიანობაში დაინტერსებულია მასში მსოფლიო ბაზრის ისეთი სერიოზული მოთამაშის გაწევრიანებაში, როგორიც რუსეთია.
განსხვავებული პოზიცია აქვს მსოფლიო ბანკის კონსულტანტს, ტევიდ ტარსს. მისი თქმით, რუსეთი ახლოს არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან, მაგრამ საქართველოს აქვს სერიზოული გავლენა აღნიშნულ პროცესზე.
"ანონიმური კენჭისყრისას საქართველოს შეუძლია მთელი პროცესის ბლოკირება", - განაცხადა ექსპერტმა.