ჩრდილოეთ გერმანიაში საჰაერო მიმოსვლა რამდენიმე საათის შემდეგ განახლდა. საჰაერო მიმოსვლა ისლანდიიდან ამოფრქვეული ვულკანის ფერფლის გერმანიის ცაზე გავრცელების გამო შეწყდა. აეროპორტები ჩვეულ მუშაობას დაუბრუნდა ჰამბურგში, ბრემენსა და ბერლინში. გერმანიის ხელისუფლებამ ბრემენისა და ჰამბურგის აეროპორტები დღეს დილით დახურა, ბერლინის აეროპორტი კი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე. დღეს დილით გერმანიიდან 700 ფრენა გადაიდო.
ევროპის საჰაერო მიმოსვლის სააგენტო "ევროკონტროლის" განცხადებით, ევროპაში ფრენებზე არცერთ ქვეყანაში აღარ არის.
გრიმვსტორნის ვულკანი ისლანდიაში გასულ კვირას ამოიფრქვა. სპეციალისტების განმარტებით, ვულკანი მიძინების პროცესშია.