აღლუმისთვის სამზადისის ხელის შეშლის შემთხვევაში ქმედებები ადეკვატური იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ ანჯაფარიძემ განუცხადა.
"არ მონდა მოვლენებს წინ გაუსწრო, მაგრამ თუ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ექნება აღლუმის მზადების ჩაშლის მცდელობას ეს კანონის დარღვევა ამიტომ პასუხიც ადეკვატური იქნება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "სახალხო კრების" მონაწილეებს აქციის ჩატარების ნებართვა დღეს ეწურებათ, რის შემდეგაც მიტინგი არასანქცირებული იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით,
რომ შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
ამავე კოდექსის 315 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.