ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს სტუმრობს. დიდ ბრიტანეთში ობამა ირლანდიიდან ჩავიდა. ობამა ბრიტანეთში სამეფო ოჯახს ესტუმრება. ის შეხვედრას გამართავს პრემიერ დევიდ კემერონთანაც.
დუბლინში სიტყვით გამოსვლისას, ობამა განაცხადა, რომ ირლანდიასა და შეერთებულ შტატებს საუკუნოვანი ისტორია აქვთ და მეგობრული და საერთო ღირებულებები აკავშირებს.
დუბლინში გამოსვლამდე, ბარაკ ობამა ეწვია თავისი დედის წინაპრების სოფელს - მონიგალს. ობამა კენიელი მამისა და ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი დედის შვილია. მონიგალის ქუჩებში ხალხი იყო გასული შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და მის მეუღლე, მიშელთან მისასალმებლად. წყვილი დუბლინში შეხვდა პრეზიდენტ მერი მაკალიზს და პრმიერ-მინისტრ ენდა კენის.
ობამა, დიდი ბრიტანეთიდან საფრანგეთში გაემგზავრება და "დიდი რვიანის" სამიტს დაესწრება. აშშ-ის პრეზიდენტი ტურნეს პოლონეთში დაამთავრებს, აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებთან შესახვედრად.