11 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის~ მონიტორინგის მეოთხე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია.
"ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგი "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ერთობლივი პროექტია, რომლის ფინანსურ მხარდაჭერასაც ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელებაში ასევე აქტიურად მონაწილეობს კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის".
ანგარიში მონიტორინგის მეოთხე ეტაპზე (2008-2009 წლის) მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიქმნა.