ნოემბრის ბოლოს, მარტყოფში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპეციალიზირებული დაწესებულება გაიხსნება. ბავშვთა სახლის ყოფილი ტერიტორიის გასარემონტებლად ჯანდაცვის სამინისტრომ 273 ათასი ლარი გამოყო.
უნარშეზღუდული პირებისთვის ამოქმედდება სპეციალური სასწავლო და დასაქმების პროგრამები. უკვე ერთი თვეა, რაც მარტყოფში ტერიტორიას ქართველი და ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ასუფთავებენ.
საქველმოქმედო აქციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც უერთდება.