საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია 95 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ემსახურება.
საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტში წელიწად-ნახევრის წინ ჩერქეზული დიასპორების მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნის შემდეგ დაიწყო, რომელშიც სამეცნიერო წრეები იყვნენ ჩართულები. სწორედ მათ მიერ მომზადებულ სამეცნიერო დასკვნაზე დაყრდნობით პარლამენტმა გენოციდის აღიარების საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა ოთხი კომიტეტის სხდომაზე გაახმოვანა.
რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს ჩერქეზების მიმართ რუსეთის იმპერიის კოლონიურ პოლიტიკას რუსეთ-კავკასიის ომის დროს (1763-1864 წლები), როდესაც რუსეთის იმპერიიის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ წინასწარ დაიგეგმა და შემდგომ განხორციელდა ჩერქეზური ტერტორიების ეთნიკური ნიშნით წმენდა, ხოლო მათგან დაცარელებულ ტერიტორიებზე მიზამნიმართულად მოხდა სხვა ეთნიკური ჯგუფების ჩასახლება;
ითვალისწინებს ფაქტს, რომლის თანახმადაც, მრავალჯერადი სადამსჯელო სამხერდო ექსპედიციების შედეგად ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან განიდევნა ჩერქეზული მოსახლეიბის 90 პროცენტიზე მეტი;
ითვალისწინებს რუსეთის იმპერიის მრავალ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება რუსეთ-კავკასიის ომის დროს რუსეთის იმპერიის სამხედრო შენაერთების აგრესიული ქმედებები, როგორიცაა ხელოვნურად მოწყობილი შიმშილობები და ეპიდემიები, მშვიდობიან მოსახლეობაში, რომლებიც მიზნად ისახავდა ჩერქეზი ეროვნების წარმომადგენელთა ფიზიკურ განადგურებას;
ითვალისწინებს ყაბარდო-ბალკარეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1992 წლის 7 თებერვლის #977-XII-B დადგენილებას "რუსულ კავკასიური ომის წლებში ადიღელების (ჩერქეზების) გენოციდის აქტის დაგმობის შესახებ" და აძლევს ისტორიულ და სამართლებირვ პოლიტიკურ შეფასებას რუსეთ-კავკასიის (1763-1864 წლები) ომის შედეგებს, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. აღიარებულ იქნას რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და მათი იძულებითი განდევნა მათი ისტორიული სამშობლოდან გენოციდის აქტად - თანახმად "სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ" ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის IV კონვენციისა და "გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილების და მისი დასჯის შესახებ გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციისა;
2. აღიარებლ იქნან ლტოლვილებად რუსეთ-კავკასის ომის პერიოდში და შემდგომში სამშობლოდან იძულებით პორტირებული ჩერქეზები, თანახმად გაეროს 1951 წლის 28 ივლისის "კონვენციისა ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".