საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექს აღამსრულებელ დირექტროს დომინიკ სტროს კანი ერთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ თავდებით გაათავისუფლეს.
სასამართლომ ადვოკატების თხოვნა დააკმაყოფილა და სტროს კანი საქმის მოსმენამდე, მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
ის ნიუ-იოკში, საკუთარი ქალიშვილის ბინაში იცხოვრებს, ბინა თვალთვალის სპეციალური ელექტრომოწყობილობით აღიჭურვება.
სტროს კანი ვალდებულია პასპორტი სამართალდამცველებს ჩააბაროს და საკუთარი თანხებით შეიარაღებული მცველი დაიქირაოს.
ნიუ იორკის ციხეში სავალუტო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა სულ 4 ღამე გაატარა. მას ბრალი, გაუპატიურებისა და თავისუფლების იძულებით აღკვეთის გარდა, კიდევ 5 მუხლით აქვს წაყენებული.