"ნეზავისიმაია გაზეტას" ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ფიქრობს, თუ ვინ დანიშნოთ თავის "რწმუნებულად" ჩრდილო კავკასიაში: ბოლო ხანებში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს შესაძლოა რუსეთის ვიცე-პრემიერი სერგეი ივანოვი იყოს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს დანიშვნა ახლანდელი პრეზიდენტის პირველი მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება იქნება, თუმცა "მისი მიღება მაინც რუსეთის პრემიერთან ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდება",_ წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".
ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე "პირადად პასუხისმგებელი" ადამიანის თანამდებობის შემოღება მედვედევმა ფედერალურ საკრებულოსადმი განკუთვნილ თავის მიმართვაში შესთავაზა. სახელმწიფოს მეთაურმა ყველა ის ამონაცა ჩამოთვალა, რომელთა გადაწყვეტაც უახლოეს დროში აუცილებელია. მედვედევის მიერ ჩამოთვლილი ამოცანებია: ფედერალური სახსრების არაეფექტური გამოყენება, უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მასობრივი სიღატაკე, რომელმაც განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია, მრავალრიცხოვანი ლტოლვილები, კორუმპირებულობა და კლანურობა.
"უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც პირადად იქნება პასუხისმგებელი ამ რეგიონში არსევულ სიტუციაზე და ასეთი ადამიანი გამოჩნდება",_ განაცხდა მედვედევმა თუმცა გაზეთის ინფორმაციით, მედვედევი და პუტინი ამ რწმუნებული კანდიდატურასა და მისთვის მისანიჭებელ უფლებამოსილებაზე ვერ შეთანხმდნენ.
ამავე დროს გაზეთ "ნეზავისიმაია გაზეტას" ინფორმაციით, პრეზიდენტ მედვედევის გარემოცვასთან დაახლოებული წყარო იუწყება, რომ ამჯამად მთავრობაში ასევე იხილება საკითხი კავკასიის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობის შემოღების შესახებ, რომლის დაქვემდებარებაში იქნება უზარმაზარი ბიუჯეტი და ყველა საჭირო უფლებამოსილება. მეორე წყარო კი ირწმუნება, რომ დანიშნული ადამიანის თანამდებობას ასე დაარქმევენ: პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილო კავკასიის პრობლემების საკითხებში.
ამავე დროს დიმიტრი მედვედევის პრესმდივანი ნატალია ტიმაკოვა აცხადებს, რომ "აუცილებელი არ არის ეს ვიცე-პრემიერი იყოს. ჯერ ჯერობით იხილება პოზიცია, რომელშიც ამ ადამიანმა უნდა იმუშაოს და პესონალია". ხოლო პრეზიდენტის თანაშემწე ალექსანდრე დვორკოვიჩი აცხადებს, რომ ეს უნდა იყოს "ადამიანი მთავრობიდან, რომელსაც საკმარისი უფლებამოსილება ექნება იმისათვის, რომ მინისტრებსა და გუბერნატორებს უბრძანოს".
კრემლთან დაახლოებული წყარო ასევე აცხადებს, რომ "პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ჯერ ჯერობით ვერ თანხმდებიან კანდიდატურაზე. იყო ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე შესაძლოოა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი დანიშნულიყო თუმცა ამაზე საუბარი შეწყდა. პოტენციურ კანდიდატთა შორის ამჟამად სერგეი ივანოვი განიხილება. ჯერ კიდევ 2007 წელს სერგეი ივანოვი პრეზიდენტის პოსტზე პუტინის მემკვიდრედ სახელდებოდა. ახლა კი მიუხედავად იმისა, რომ ივანოვს რუსეთის მთავრობაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა უჭირავს იგი ფაქტიურად საქმეებს ჩამოცილებულია. ერთის მხრივ "კავკასიის საკითხებში რწმუნებულის თანამდებობა შესაძლოა სარისკო იყო, მეორეს მხრივ კი ის ადამიანი ვინც ამ თანამდებობაზე გარკვეულ წარმატებებს მიაღეწევს სავსებით შესაძლებელია ლამის ეროვნულ გმირადაც კი იქცეს.
სერგეი ივანოვის გარდა ამ თანამდებობაზე დასანიშნად ასევე სახელწდება ვიცე-პრემიერის დიმიტრი კოზაკის, შს მინისტრის მოადგილის არკადი ედელევის და ჩრდილოკავკასიელი ბიზნესმენების მიხეილ გუცერიევის და სულეიმან კარიმოვის კანდიდატურები.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ თავისი პრეზიდენტობის დროის განმავლობაში დიმიტრი მედვედევმა პირველად, მაღალი ტრიბუნიდან გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ახალი საკადრო დანიშვნის განხორციელებას აპირებდა. "აქამდე მედვედევი პუტინის მიერ შემუშავებული კადრებით სარგებლობდა",_ აცხადებს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი. თუმცა ექსპერტი იქვე დასძენს, რომ მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ გადაწყვეტილენა ახალი თანამდებობის შემოღების შესახებ ტანდემმა მიიღო. ექსპერტი ასევე დასძენს, რომ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ვლადიმერ პუტინი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კადიროვმა რა გაამართლა.