უშიშროების ეროვნულ საბჭოს უფლებამოსილება გაეზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტმა "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ~ კანონში ცვლილებების პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
უშიშროების საბჭო აქამდე სამხედრო აღმშნებლობის და ქვეყნის დაცვის ორგანიზების, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებს განსაზღვრავდა.
კანონში შესული ცვლილების თანახმად კი, უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო გახდა. უშიშროების საბჭო უხელმძღვანელებს და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს კოორდინაციას.
ამასთან, უშიშროების საბჭო გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და დავალებების შესრულებას და საფრთხის დადგომის შემთხვევაში, მიმართავს პრეზიდენტს.