საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი დომენიკ სტროს-კანი ნიუ იორკის „რაიკერს აილენდის" ციხეშია გადაყვანილი.
მოსამართლე მელისა ჯეკსონმა 62 წლის ფრანგი პოლიტიკოსის მიერ გირაოს სახით ერთი მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა და აღნიშნულის მოტივად ის გარემოება დაასახელა, რომ დომენიკ სტროს-კანი შესაძლოა მართლმსაჯულებას დაემალოს.
სტროს-კანს ბვრალი 7 მუხლით აქვს წაყენებული, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების 25 წლით აღკვეთა ემუქრება.
თავად დაკავებული, რომელიც საფრანგეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორივად ითვლებოდა, ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ ნიუ იორკის სასტუმრო „Sifitel"-ში მოსამსახურე ქალის გაუპატიურება არ უცდია.
რაც შეეხება დომენიკ სტროს-კანის ადვოკატს, ბენჟამენ ბრაფმანი სასამართლოს მის გირაოდ გადახდაზე უარის თქმის გამო წუხილს გამოთქვამს, თუმცა აცხადებს, რომ „ბრძოლა ახლა დაიწყო".