დღეს, ინგლისის დედოფალი ელიზაბედ მეორე ირლანდიაში ვიზიტს იწყებს.
ეს არის 90 წლის წინ ირლანდიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბრიტანეთის სახელმწიფოს პირველი პირის ვიზიტი დუბლინში.
როგორც BBC იტყობინება, დედოფლის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის დაახლოებას, რაშიც ხშირად პრობლემები არსებობდა.
ელიზაბედ მეორის ვიზიტი ირლანდიელი ექსტრემისტების მხრიდან მუქარების ფონზე ჩაივლის, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიის მშვიდობიანი დარეგულირების წინააღმდეგ გამოდიან.
უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისის დედოფალი გვირგვინით შეამკობს ირლანდიის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.