აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა პოტენციურმა კანდიდატმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა სრულიად მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ტრამპმა NBC-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მან „ყველაფერი კარგად აწონა და გადაწყვეტილებაც, რომ უარი ეთქვა სახელმწიფოს უმაღლესი პოსტისთვის ბრძოლაზე, ამის შემდეგ მიიღო".
ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არჩევნებში მისი შესაძლო დამარცხვებით არ არის განპირობებული.
„დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა რომ მიმეღო, გამარჯვებას შევძლებდი", - განაცხადა ტრამპმა.
რაც შეეხება ბიზნესს, მისი თქმით, არ აპირებს „მის დატოვებას".
„ბიზნესი, ეს ჩემი ვნებაა და მე მზად არ ვარ მისგან წამოვიდე", - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ბიზნესმენი აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად მოიაზრებოდა. ამ პოსტზე ყველაზე ღირსეულ კანდიდატად თავს თავად ტრამპიც მიიჩნევდა, რის შესახებაც არაერთხელ განუცხადებია.