ხვალ, 10 დეკემბერს, თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. როგორც მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურსი აცხადებენ, ბიზნესფორუმში თურქეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენთა დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური. თურქეთის დელეგაციაში შედიან ბიზნესმენები სხვადასხვა სფეროდან. ისინი საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან.
თურქეთი ბოლო პერიოდში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. მას საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი უკავია.