ესპანეთში ორი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რიცხვმა ათს მიაღწია.
მიწისქვეშა ბიძგებმა 4,4 და 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ორსაათიანი ინტერვალით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლორკას ახლოს, მადრიდიდან 350 კმ-ში მდებარეობდა, სადაც რამდენიმე სახლი დაინგრა და ეკლესიის უზარმაზარი ზარი ჩამოვარდა.
მაშველები ნანგრევებში ადამიანების ძებნას განაგრძობენ.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს ესპანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.