საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა. სააგენტო "ფრანსპრესის" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2012 წლის 22 აპრილს გაიმართება. საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური 6 მაისს გაიმართება.
იმავდროულად ცნობილი გახდა პარლამენტის ორივე პარლამენტის არჩევნების თარიღებიც. სენატის უმაღლესი პალატის არჩევნები 2011 წლის 25 სექტემბერს გაიმართება.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კენჭს მერე ვადითაც იყრის. არჩევნებზე სარკოზის მთავარ კონკურენტად სოციალური პარტიისა და ულტრამემარცხენე „ნაციონალური ფრონტის" კანდიდატები მიიჩნევიან.
სოციალური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე დომინიკ სტროსს-კანი მიიჩნევა, ხოლო „ნაციონალური ფრონტიდან" კი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ჟანა-მარი ლე პანი მიიღებს.
გამოკითხვების მიხედვით საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის რეიტინგმა მაისის თვეში 32 პუნქტით მოიმატა. გასულ თვეში კი ეს მაჩვენებელი, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა, ისტორიული მაქსიმუმი იყო და 30 პუნტქს შეადგენდა,
გამოკითხვები აჩვენებს, რომ სტროსს-კანის რეიტინგი უფრო მაღალია ვიდრე მისი კონკურენტის ნაციონალური ფრონტიდან.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის მმართველობა 2007 წლის მაისში ჩაიბარა, ხოლო მანამდე ის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.