ევროპალამენტი არ დაეთანხმა იტალიისა და საფრანგეთის წინადადებას შენგენის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ევროპარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ უარი განაცხადა შიდა საზღვრების აღდგენაზე და აღნიშნულის მიზეზად, ევროპული სოლიდარობის საფუძვლებთან შეუსაბამობა დაასახელა. ასევე აღინიშნა, რომ აღნიშნული ხელს შეუშლის ევროკავშირში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების არსებულ პრინციპებს.
Euronews.-ის ინფორმაციით, ევროპარლამენტში ასევე აღინიშნა, რომ რაიმე სახის შეზღუდვის, თუნდაც ერთხელ დაწესება შესაძლოა იქცეს პრეცედენტად, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მიღწევას - შენგენის ხელშეკრულებას.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა და იტალიამ ჩრდილოეთ აფრიკიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო შენგენის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც წევრ სახელმწიფოებს უფლება ეძლეოდათ 30 დღის განმავლობაში აღდეგინათ შიდა საზღვრები.