მექსიკის ნარკოდაჯგუფება ზეტასსა და მექსიკელ მესაზღვრეებს შორის მომხდარი შეტაკებისას 13 ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა შორის 12 დაჯფუფება ზეტასის წევრია, ერთი მექსიკელი მესაზღვრე. შეტაკება ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან მოხდა.
როგორც მექსიკის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ ფალკონის ტბა სადაც შეტაკება მოხდა აშშ-ს შტატ ტეხასაა და მექსიკის შტატ ტამაულიპას შორის მდებარეობს.
ზეტასის წევრები აშშ-ში მარიხუანის გადატანას ცდილობდნენ . სროლის შეწყვეტის შემდეგ, ნარკოდაჯგუფების წევრებს დიდი რაოდენობით საბრძოლო იარაღი და ჯავშანჟილეტები ჩამოერთვათ.