იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი აპირებს, უარი თქვას საკუთარ ხელფასზე და იგი მანამ არ აიღოს, სანამ იაპონია კრიზისიდან არ გამოვა.
სხვადასხვა ინფორმაციით, იაპონიის პრემიერის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებოთ 3,3 მილიონი იენია, რაც 40 ათას დოლარზე მეტია. სახელფასო თანხის გარდა, ნაოტო კანი ყოველთვიურად სხვადასხვა სარგებელს ღებულობს, რაც დაახლოებით 2 მილიონ იენს (დახლოებით 25 ათას დოლარს) შეადგენს.
პრემიერის თქმით, იგი ყოველთვიურ ხელფასზე უკვე ივნისიდან იტყვის უარს. ამასთან, კანმა არ დააკონკრეტა, მისი უარი ყოველთვიურ სარგებელზედაც გავრცელდება თუ არა.
ჟურნალისტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნაოტო კანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს, რისთვისაც აუცილებელია ალტერნატიული განახლებითი ენერიის წყაროების მოძიება.
კანმა განაცხადა, რომ ატომური ენერგია იაპონიის ეკონომიკაში კვლავინდებურად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.