დღეს მახაჩკალის კიროვსკი რაიონში დაღესტნის ომონის ერთი წარმომადგენელი საკუთარი სახლის ეზოში უცნობმა პირებმა დაცხრილეს.ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის გენპროკურატურის დაღესტნის მიმართულების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ალხაზ ამირხანოვმა მოაწოდა.
"წინასწარი ინფორმაციით, ომონის მებრძოლი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში უცნობმა პირებმა დაცხრილეს. მიღებული ჭრილობებისაგან იგი ადგილზე გარდაიცვალა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება", _ იუწყება რუსული მედია.