შირაქში ხორბლის ნათესებს პურის ბზუალა გაუჩნდა. ფერმერების ცნობით, დაავადება ათობით ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მცენარეთა დაცვის დედოფლისწყაროს რაიონული სამსახურის უფროსმა მერაბ ალადაშვილმა განუცხადა, ყინვა და ცივი ამინდი დაავადების მასობრივად გავრცელებას ხელს უშლის, თუმცა დათბობის შემთხვევაში, ნათესები მთლიანად განადგურდება.
უნდა აღინიშნოს, რომ პურის ბზუალა შირაქში გასულს წელსაც გავრცელდა, რის გამოც ფერმერები სერიოზულად დაზარალდნენ. მოსავლის 80 პროცენტი განადგურდა.