საგარეჯოს #1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ამ დროისთვის დახურულია სკოლის შენობის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღიც. სკოლასა და საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, - იტყობინება კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი საგარეჯოდან.
სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლა სპორტსკოლის მთავარი ბუღალტერის ლალი დარბაისელის გარდაცვალების ფაქტმა გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, დარბაისელი ორკვირიანი ავადმყოფობის შედეგად გუშინ დაიღუპა. გარდაცვლილის შვილი საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასში სწავლობს და მასაც გრიპის ნიშნები აქვს.
შემთხვევის ადგილზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის ექიმი - ეპიდემიოლოგები მუშაობენ.