თბილისის სარკინიგზო ხაზის გარეუბანში გადატანაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
როგორც საქართველოს რკინიგზაში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 30 კილომეტრიანი ახალი სარკინიგზო ხაზის, ასევე ხიდების, გვირაბების და სხვა შენობა-ნაგებობების მშნებელობა მოხდება.
კომპანიამ, რომელიც მასშტაბურ პროექტს განახორციელებს, მშენებლობა სამი წლის შემდეგ უნდა დაასრულოს. წინასწარი გათვლებით, დასაქმდება 5 ათასი ადამიანი. მესაკუთრეები კი, რომელთა სახლების ფართების გამოყენება რკინიგზის მშენებლობისთვის მოხდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებენ.
ტენდერის შესახებ განცხადება საქართველოს რკინიგზის, ეკონომიკის სამინისტროს და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ვებ-გვერდებზეც გამოქვეყნდა.