დიდ ბრიტანეთში საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო ეროვნული რეფერენდუმი იმართება. ბრიტანელებს პასუხის გაცემა მოუწევს კითხვაზე - დატოვონ არსებული მაჟორიტარული სისტემა, რომლის მიხედვითაც იმარჯვებს, ის ვინც ხმების უბრალო უმრავლესობა მოიპოვა, თუ მიიღონ ახალი - ალტენატიული მოდელი.
ალტერნატიული მოდელი ითვალისწინებს ხმის მიცემას ერთდროულად რამდენიმე კანდიდატისათვის.
ამომრჩეველს უფლება მიეცემა თითოეულ კადიდატს მიანიჭოს რიგითობრივი უპირატესობა.
პროცედურის შემდეგ ითვლება თითოეული კნდიდატისთვის მინიჭებული ქულა და გამარჯვებული ხდება ის ვინც ნახევარზე მეტ ქულათა რაოდენობას მოიპოვებს.
თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ შესძლებს ქულათა ნახევარზე მეტის მოგროვებას, სიიდან ამოღებენ ყველაზე ნაკლები ქულების მქონე კანდიდატს და ხმის დათვლის პროცედურა თავიდან დაიწყება. ასე გრძელდება ვიდრე გამარჯვებული არ გამოვლინდება.
რეფოერნდუმთან ერთად იმართება შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტების, ასევე რიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.