საქართველოს მოქალაქეების 90%-ზე მეტი აცხადებს, რომ არჩევნის გასაკეთებლად საკმარისი ინფორმაცია აქვს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა აღნიშნა.
"ყველა კვლევით, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, 90%-ზე მეტი, აცხადებს, რომ აქვს საკმარისი ინფორმაცია ინფორმირებული არჩევნის გასაკეთებლად. საქართველოში არსებობს ისეთი გარემო, სადაც ადამიანს შეუძლია თავის პოზიციის გამოხატვა, მიდგომების დაფიქსირება და ასევე სხვადასხვა მიდგომის შესახებ ინფორმაციის მიღება და შემდეგ მისი შეფასება", - დასძინა მინაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საქართველოში მედიასფეროს გაუმჯობესებაზე საუბარია არა მხოლოდ სხვადასხვა კვლევაში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
"ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის სფეროს გაუმჯობესება არის საქართველოში ერთ-ერთი ყველზე ხელშესახები და წარმატებული რეფორმა", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.