უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია არ იყო აშშ-ისა და პაკისტანის ერთობლივი ოპერაცია და მისი ჩატარების შესახებ პაკისტანის ხელისუფლებისთვის არაფერი იყო ცნობილი, ისევე როგორც არ იყო ცნობილი, თუ სად იმყოფებოდა „ალ-ქაიდას" ლიდერი. ამის შესახებ პაკისტანის ლიდერმა ასიფ ალი ზარდარიმ Washington Post-ში გამოქვეყნებულ სვეტში აღნიშნა.
„ეს არ იყო აშშ-ისა და პაკისტანის ერთობლივი ოპერაცია, მაგრამ ათწლიანი თანამსრომლობამ და პარტნიორობამ აშშ-სა და პაკისტანს შორის ბინ ლადენის ლიკვიდაციამდე მიგვიყვანა, იგი წარმოადგენდა საფრთხეს ცივილიზებული მსოიფლიოსთვის", - წერს პაკისტანის პრეზიდენტი.
უსამა ბინ ლადენი აშშ-ის სპეცრაზმმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადიდან 100 კმ-ში, ერთ- ერთ ვილაში მოკლა.