ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი კომაში ჩავარდა. ექიმებმა ის ერთი საათის შემდეგ ამ მდგომარეობიდან გამოიყვანეს.
მას შემდეგ, რაც ცნობიერებას დაუბრუნდა, მუბარაქმა შვილიშვილების ნახვა მოისურვა, თუმცა მდგომარეობის მუდმივი გაუარესების გამო ექიმებმა მისი ნახვა მნახველებს აუკრძალეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილით დასჯა ემუქრება, თუკი დადასტურდება, რომ მან დემონსტრანტებისთვის სროლის ბრძანება გასცა.
შეგახსენებთ, ჰოსნი მუბარაქმა 11 თებერვალს გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მის გადადგომას ანტისახელისუფლო გამოსვლები უძღოდა.