უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ფბრ-ის სიაში კიდევ ცხრა ტოპ-ტერორისტი დარჩა. მათი დაკავებისთვის 5-იდან 25 მილიონ დოლარამდე ჯილდო დაწესდა.
ტოპ-ათეულში შედიან აიმან ალ-ზავაქირი, ადამ გადანი, დანიელ ანდრეას სან დიეგო, ფახდ მოჰამედი, აჰმედ ალ-კუსო, ჯამელ აჰმედ მოჰამედ ალი ალ-ბადავი, მოჰამედ ალი ჰამადეი, ალი ატვა, ჰასან იზ-ალ დინი, აბდულა აჰმედ აბდულა. მათ არაერთ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის მიღება ჰბრალდებათ.
მათგან სიაში პირველობს აიმან ალ-ზავაჰირი, პროფესიით ექიმი, ორგანიზაცია "ეგვიპტის ისლამური ჯიხადის" დამაარსებელი. იგი აშშ-ის მოქალაქეთა მკვლელობაშია მხილებული.
აიმან ალ-ზავაჰირი 1998 წლის 7 აგვისტოდან იძებნება აშშ-ის საელჩოში მოწყობილ აფეთქებაში მონაწილეობის გამო, რაც ტანზანიასა და კენიაში განხორციელდა. მომხდარს 200 ადამიანი ემსხვერპლა.