ამერიკელმა ჯარისკაცებმა უსამა ბინ ლადენის 2 ცოლი და 4 შვილი დაატყვევეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC "ალ არაბიაზე" დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ განცხადება ერისადმი მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა.
ობამამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევისას გასცა ბრძანება, ბინ ლადენის დაკავების ან ლიკვიდაციის შესახებ.
მისი თქმით, ინფორმაცია ბინ ლადენის ადგილსამყოფელის თაობაზე შესაბამის სამსახურებს 2010 წლის აგვისტოდან ქონდათ. მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია დადასტურდა, ხოლო აპრილის ბოლოს გაიცა ბრძანება, მისი დაკავების შესახებ.
ოპერაცია ნომერ პირველი ტერორისტის წინაღმდეგ ამერიკის საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა ჩაატარა, რომლის დროსაც ბინ ლადენი ისლამაბადის გარეუბანსი, ერთ-ერთ ვილაში იქნა მოკლული.