რუსეთის დუმა აფხაზეთში 12 დეკემბერს დაგეგმილ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის დამკვირვებლებს გააგზავნის. ეს განცხადება დღეს დუმის დსთ-ის ქვეყნებისა და თანამემამულეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი ოსტროვსკიმ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, დელეგაცია კვოტური პრინციპით შედგება და მასში დუმის ყველა ფრაქციის დეპუტატი შევა. 7-კაციან დელეგაციას თავად ოსტროვსკი უხელმძღვანელებს. ოსტროვსკი აცხადებს, რომ რუსის დეპუტატები აფხაზეთში 10-იდან 13 დეკემბრამდე დაყოფენ და "დააკვირდებიან არჩევნებისთვის მზადებას, მათ მსვლელობასა და ხმათა დათვლის პროცედურასაც".
"მოსკოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აფხაზეტში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველი არჩევნების ჩატარებას", _ აცხადებს დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიი.
"წინასაარჩევნო აგიტაცია საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების ფარგლებში მიმდინარეობს და ეჭვიც არ არის იმისა, რომ ხმის მიცემის პროცედურა ასევე ორგანიზებული იქნება საერთაშოროს ნორმის ყველა საკითხის დაცვით", _ აცხადებს სლუცკი და დასძენს, რომ არჩევნებზე ასევე იქნებიან ევროპელი დამკვირვებლები.
"იმედი მაქვს, ღირსეული შეფასება გაკეთდება ორმაგი სტანდარტების გამოყენების გარეშე", _ აცხადებს სლუცკი.