ევროპული კომისიის პრეზიდენტი ბაროზუ აცხადებს, რომ ბელორუსის პრეზიდენტთან ლუკაშენკოსთან ერთად ერთ შენობაში არ გაჩერდება. ამის გამო ლუკაშენკომ ჟოზე მანუელ ბაროზუს "კაზიოლი" უწოდა, უკრაინის ხელისუფლებას კი "ტილიანი".
"უკრაინასა და ბელორუსს შორის დიპლომატიური სკანდალი მხოლოდ ახლა იწყება", - წერს ოპოზიციური ინტერნეტ-რესურსი "ბელორუსსკი პატრიზანი" და აღნიშნავს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოთქვა აღშფოთება "ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ წარმოთქმული უპრეცედენტოდ ასაკორექტული კომენტარების" გამო.
საქმე იმაშია, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 25 წლისთავზე ნაროვლის რაიონულ ცენტრში ყოფნის დროს ბელორუსის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აუგად მოიხსენია როგორც უკრაინის ისე ევროკავშირის ხელმძღვანელობა.
როდესაც ლუკაშენკოს ჰკითხეს, თუ რატომ არ იმყოფებოდა იგი ახლა უკრაინაში და არ იღებდა მონაწილეობას სამგლოვიარო ღონისძიებებში, მან აღნიშნულთან დაავშირებით სრული პასუხისმგებლობა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს დააკისრა და განაცხადა: "სამწუხაროდ, ტილიანობა უკრაინის ახლანდელ ხელმძღვანელობასაც ჰყოფნის. კითხვა იანუკოვიჩს უნდა დაუსვათ, რატომ არ ესწრება ბელორუსის პრეზიდენტი იქ გამართულ სამგლოვიარო ღონისძიებებს".
ამ კომენტარამდე რამდენიმე ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ არ გაემგზავრება კიევში ჩერნობილის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად, იმ შემთხვევაში თუკი მას ლუკაშენკოც დაესწრება ან უკიდურეს შემთხვევაში თუ შენობაში სადაც იქნება ლუკაშენკო ბაროზუ არ გაჩერდება. ბელორუსის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ უკრაინულმა მხარემ იგი კონფერენციაზე სწორედ ამ მიზეზის გამო არ დაპატიჟა - იმისათვის, რომ ბაროზუსთვის პატივი ეცა.
ბელორუსის ოფიაციალური საინფორმაციო სააგენტოს "ბელტა"-ს მიერ გავრცელებული ალექსანდრე ლუკაშენკოს კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასე გამოიყურება: "რაც შეეხება ისეთ "კაზიოლებს" როგორებიცაა ბაროზუ, ნუ, იყო ასეთი ბაროზუ პორტუგალიაში , იქიდან იგი გამოაგდეს და ევროკომისიაში მოაწყვეს. ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას იმას, ვინ, რა და სად დაახეთქა ევროპელი ჩინოვნიკებიდან". ლუკაშენკო ასევე მიიჩნევს, რომ კიევმა ბრიუსელის "მუსიკის ქვეშ დაიწყო ცეკვა" ბელორუსთან ურთიერთობების საკითხში.
გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ევროკომისიიდან 770 მილიონ ევროს მიიღებდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისათვის ახალი სარკოფაგის ასაშენებლად.
"უკრაინის დიპლომატიამ და უპირველეს ყოვლისა უკრაინის ელჩმა მინსკში რომან ბესსმეტრნიმ მევრმეტყველება აამოქმედა იმისათვის, რომ როგორმა ლუკაშენკო დაერწმუნებინა უკრაინაში ბაროზუს შემდეგ ჩასულიყო. შედეგაც ლუკაშენკომ უკრაინაში გამგზავრებაზე საერთოდ უარი თქვა", _ წერს გაზეთი.
რუსული მედია ასევე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტისაგან განსხვავებით, ბელორუსის პრეზიდენტმა სიამაყე გამოიჩინა, მოითხოვა რა რესპუბლიკის მოსახლეობისადმი პატივისცემა ლუკაშენკომ ბურთვული კატასტროფის შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საერთაშორისო დახმარებაზე განაცხადა: "არის აუცილებლობა მათ ვთხოვო, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. მათ ჩვენ დაგვაკისრეს ამ მიწების აღორძინებისათვის გაწეული ყველა ხარჯის თითქმის ნახევარი პროცენტი. არადა ჩვენ არ აგვიფეთქებია და არც ექსპლუატაცია მოგვიხდენია. ეს ჩვენი სიმწარეა, მაგრამ მიზეზი ჩვენში არ არის. ჩვენ არავინ დაგვეხმარა. ჩამოვიდნენ, დახარჯობ ფული, ნახონ და დაისვენონ რამდენიც უნდათ, მაგრამ მე მათ არაფერს არ ვთხოვ. ისინი, რომ კეთილსინდისიერები იყვნენ, მათ ხომ იციან ეს პრობლემა და ტრაგედია, ისინი დაგვეხმარებოდნენ. ისე კი ისინი ფულს მათ უხდიან, ვინც ნაწილობრივ წარმოქმნა ეს პრობლემა. ეს მეხუთე კოლონაა და ისინი მათ უხდიან, ესე იგი მათ აღოირძინება კი არ უნდათ მათ ჩვენი დაღუპვა უნდათ, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან", _ განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ და აღნიშნა ისიც, რომ ბელორუსის ოპოზიციის საქმიანობისათვის ევროკავშირმა 90 მილიონი ევროს გამოყოფაც კი არ დაინანა.