რუსეთის ქალაქ პერმში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 117 ადამიანს მიაღწია. გასული ღამის განმავლოაბში პერმის საავადმყოფოებში კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო ინფორმაციით ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 115 უდრის. მათი უმეტესი ნაწილი ჰოსპიტალიზებულიადა მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
აღსანიშნავია, რომ პერმში მომხდარი ტრაგედიის ადგილი რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ვარდები მიიტანა.