უამინდობას ჩინეთში ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი ქარიშხალი გოანდურის პროვინციას დაატყდა თავს, რასაც ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი ემსხვერპლა. კლინიკებში კი სხეულის დაზიანებით 150-ზე მეტი პაციანტი მოათავსეს.
ქარიშხალს ძლიერი სეტყვაც დაერთო, რის შედეგადაც მსხვილფეხა პირუტყვი და შინაური ფრინველი დაიღუპა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 30 მილიონ დოლარს აღემატება.