ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე შეუძლოდ გახდა, რის გამოც, უინძორში გამართულ ვიქტორიანული ორდენების გადაცემის ცერემონიალს ვერ დაესწრო. როგორც აცხადებენ, დედოფალს ცხვირიდან ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.
ფორმაში არყოფნის მიუხედავად, დედოფალმა საკუთარ თავში ძალა გამონახა და სადღესასწაულო ცერემონიალის ბოლოს მაინც მივიდა. ამ დროისთვის დედოფლის მდგომარეობა უცნობია.
The Daily Mail-თან საუბრისას ინგლისის დედოფლის საოჯახო მედიცინის სპეციალისტი აცხადებს, რომ დედოფალს არანაირი სერიოზული დაავადება არ აღენიშნება, ცხვირიდან სისხლისღვრა კი ორგანიზმის საერთო დაბერების ფონზე განვითარდა.
ჯანმრთელობის გამო ინგლისის დედოფალი იშვიათად აცდენს ოფიციალურ ცერემონიალს. 2006 წელს დედოფალმა რამდენიმე მიღებაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან ზურგის კუნთი დაეჭიმა.
უახლოეს მომავალში ელიზაბეტ მეორეს არაერთი ღონისძიება ელის. 21 აპრილს მის 85- წლის იუბილეს აღნიშნავენ, 29 აპრილს კი მისი შვილიშვილის_ პრინც უილიამის ქორწილი გაიმართება. მოგვიანებით ირლანდიაში დედოფლის ვიზიტი იგეგმება, რის შემდეგაც ელიზაბეტ მეორე ლონდონში ბარაკ ობამას უმასპინძლებს.