საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატის აღდგენას მიესალმება.
"თუ გვინდა ერთობლირვი უსაფრთხოების ფორმულა არსებობდეს, მნიშვნელოვანია ამაში რუსეთის ჩართვაც", - განაცხადა ნატო რუსეთის საბჭოს ამოქმედების საკითხზე კომენტრირებისას ჟურნალისტებთან ნინო კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, ეს არის დამატებითი ბერკეტი დასავლეთმა დაილოგი აწარმოოს რუსეთთან რომ დღეს არსებული უსაფრთხოება დაცული იქნას.
შეგახსენებთ რომ ნატო რუსეთის საბჭოს სხდომა მინისტრების დონეზე აგვისტოს ომის შემდეგ პირველად ბრიუსელში 4 დეკემბერს გაიმართა.