ახალი Volkswagen Beetle-ის მსოფლიო პრემიერა 2011 წლის 18 აპრილს ერთდროულად სამ კონტინენტზე შედგება.
საზეიმო ღონისძიებები შანხაიში, ნიუ-იორტკსა და ბერლინში გაიმართება.
Volkswagen New Beetle-ის მეორე თაობა წინამორბედისგან დიდად არ განსხვავდება. თუმცა ძლიერად ამობურცული სახურავი და მთლიანი სტილისტიკა ადასტურებს, რომ ავტომანქანა სპორტული თვალსაზრისით პოპულარული გახდება.
ახალ "ხოჭოს" ყველაზე ძლიერი აგრეგატით გამოარჩევენ. კერძოდ, ამ მანქანას 335 სიმძლავრის ხუთცილინდრიანი ტურბინიანი ძრავა ექნება.