2011 წლის მარტის თვეში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.6%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 9.6%-ით შემცირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტში, ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არა-სამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 1.133 და 0.860 დონეებზე დაფიქსირდა.
2011 წლის მარტის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (3 326 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 71.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა-ზოგადოების (1 220 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 26.3%) სახით.