საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არასამთავრობო სექტორის ინიციატივით გაიმართა. არასამთავრობოებმა დიპლომატს სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
"შეხვედრა ჩვენი ინიციატივით შედგა. მასთან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ. შევეხებით ადამიანის უფლებებს, ქვეყანაში დემოკრატიის საკითხს და დავასახელეთ ძირითადი პრობლემური მიმართულებები. მაგალითად, გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი, ციხეებში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, სამართლიანი სასამართლოს პრობლემა... ამასთან, ვისაუბრებთ, რომ სახელმწიფო ორგანოები არ თანამშრომლობენ საზოგადოებრივ ორგანოებთან მაშინ, როცა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ეს აუცილებლი", - განუცხადა ჟურნალისტებს ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" დირექტორმა ირაკლი სესიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გაცნობით ხასიათსაც ატარებდა, რადგან ის საქართველოში ევროკავშირის ელჩის რაინგში ფილიპ დიმიტროვის მიერ არასამთავრობო სექტორთან გამართული პირველი შეხვედრა იყო.
შეგახსენებთ, რომ ფილიპ დიმიტროვი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გასული წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს.