რადიო "სვაბოდას" რადიოს რედაქცია იუწყება, რომ მათთან რედაქციაში იმარატ კავკაზის ამირმა, რუსეთის მიერ გარდაცვლად გამოცხადებულმა დოკუ უმაროვმა დარეკა და თავისი გარდაცვალება უარყო.
მათივე ინფორმაციით, უმაროვმა განაცხადა, რომ "ის კარგადაა და მოსკოვი ყველა განცხადება მისი ლიკვიდირების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება".
დოკუ უმაროვმა ასევე უარყო მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი შაქრიანი დიაბეტით ან სხვა დაავადებითაა დაავადებული.
"ჯანმრთელობას არ ვუჩივი, ყველაფერი წესრიგში მაქვს და მე არ ვიცი იმ დაავადებების შესახებ, რომლებზე რუსები საუბრობენ", _ განაცხადა უმაროვმა და საპასუხო მოქმედებების პირობაც დადო.
"კავკასიის იმარატის მეთაურმა მოჯაჰედების შყაბის დაბომბვისათვის პასუხის გაცემის პირობა დადო, თუმცა გეგმის დეტალების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა", _ იუწყება მედია.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზით დოკუ უმაროვის გარდაცვალება დადასტურებული ჯერ არ არის.