დღეს, 8 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სხდომათა დარბაზში, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია თბილისის მერიის მიერ ქალაქის სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გადამზიდავი ფირმების ხელმძღვანელებთან კოლექტიურ ხელშეკრულებებს გააფორმებს.
სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულებად, თბილისის მერიამ 31 იანვარს ოთხი კომპანია გამოაცხადა: შ.პ.ს. "თბილლაინი", შ.პ.ს. "კაპიტალ გრუპი", შ.პ.ს. "თბილ ქარი", შ.პ.ს. "ფაბლიკ ქარი".
დეტალებს კოლექტიური ხელშეკრულებებისა, რომლებიც მძღოლების უფლებების დაცვას უზრუნველყოფენ, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე მედიას ხვალ, ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ გააცნობს.