იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე 7.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ცუნამის საშიშროების შესახებ გასცა გაფრთხილება.
მიწისძვრის ეპიცენტრი მიიაგის პრეფექტურასთან ახლოს იყო, 25,1 კილომეტრის სიღრმეზე.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ტოკიოსთან ახლოს მიწისძრის დროს შენობებმა რხევა დაიწყეს.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:32 წუთზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენდაიდან 60 კილომეტრის, ტოკიოდან კი 330 კილომეტრის მოშორებით იყო.
არსებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია.