სუროგატი დედა, რომელმაც ბელგიელ ჰომოსექსუალებს ბავშვი გაუჩინა, შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარდგეს. არაა გამორიცხული, მის ქმედებაში ადამიანებით ვაჭრობის ნიშნები დაინახონ და ადამიანის ვაჭრობის მუხლით გაასამართლონ.
საინტერესოა, რომ ამ კონკრეტული ფაქტის გამო უკრაინის რეპროდუქციის ცენტრებში, რომლებსაც სუროგატი დედა აკითხავდა, კანონდარღვევა არ გამოუვლენიათ.
ამავდროულად, უკრაინის უმაღლესი რადას დაეპუტატები სუროგატ დედებს სხვა ოჯახისთვის ბავშვის გაჩენის ვადის ათვლას ურჩევენ, რათა ეს პერიოდი მათ შრომით სტაჟად ჩაეთვალოთ.
შეგახსენებთ, თებერვალში ბელგიის ორმა მოქალაქემ - ლორან გილაინმა და პეტერ მეურენსმა - უკრაინიდან ახალშობილი სამუელის გაყვანა შეძლეს, რომელიც მათ ხარკოვში სუროგატმა დედამ გაუჩინა.
ბელგიელმა ჰომოსექსუალებმა ბავშვის დაბადებისთვის 4,5 ათასი დოლარი გაიღეს. ამჟამად ბელგიელი მამაკაცები საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობენ. ბელგიაში სუროგატი დედობის საკითხებში სამართლებრივი ვაკუუმია. კერძოდ, ამ ქვეყანაში სუროგატი დედობა არც იკრძალება და არც ნებადართულია.