ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს დასავლეთ ნაწილში მდებარე სკოლაში უცნობმა პირმა რვა ადამიანი მოკლა, 22 კი დაჭრა
უცნობმა პირმა "Тассу да Сильвейра"-ს სკოლაში ცეცხლი გახსნა. დაზარალებულთა უმეტესობა ბავშვებია.
სამართალდამცავები ტრაგედიის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავემ თავი მოიკლა.
სკოლის პედაგოგის თქმით კი, დანაშაული ერთ-ერთი მოსწავლის მამამ ჩაიდინა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის მიზეზებს იკვლევენ.