ლიბიის ენერგეტიკის ექს-მინისტრი ომარ ბენ ფათხი შატვანი მისურატიდან მალტაზე გაიქცა. ამის შესახებ მალტის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
ბორანის დახმარებით შატვანმა ფარულად შეძლო მალტაზე გადასვლა.
უფრო ადრე კი ლიბიიდან ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მუსა კუსა გაიქცა, რომელმაც ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.