ისრაელში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა -  ინციდენტი საკურორტო ქალაქ ნეთანიასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულია სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის 18 მსუბუქად. 
ისრაელის პოლიციის პრესსამსახურის უფროსმა ალეკს კაგალსკიმ განაცხადა, რომ ავარიის მიზეზი შესაძლოა "ერთ-ერთი მემანქანის შეცდომა გახდა". 
"ეს ძირითადი ვერსიაა და იგი ამჟამად მოწმდება. ჩვენ მომხდარის გარემოებებსაც ვამოწმებთ. შემთხვევის ადგილზე ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ", _ აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.